ლელა ჩიქოვანი რუმინეთის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

ლელა ჩიქოვანი რუმინეთის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი რუმინეთის სახელმწიფო მდივანს, მირჩა დუშას შეხვდა,-ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე და ურთიერთობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებით აღინიშნა მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და რუმინელი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი მონაწილეობა. ლელა ჩიქოვანმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში რუმინეთის პრაქტიკულ დახმარებაზეც გაამახვილა.

მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში ნატოს ძალების გაძლიერების გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს რეგიონში სტაბილურობის კიდევ უფრო განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის დასასრულს ლელა ჩიქოვანმა და მირჩა დუშამ ხელი საქართველოსა და რუმინეთის მთავრობებს შორის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს.

ორმხრივი შეხვედრა საქართველო-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში გაიმართა.


მის: 0112 თბილისი, გენერალ კვინიტაძის ქ. 20 ტელ/ფაქსი: (+995 32) 2 91 13 86 www.mod.gov.ge, ელ-ფოსტა pr@mod.gov.ge 

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

13 საათის წინ

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიანად მოწესრიგდება გზა, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო. „კიკეთის გადასახვევიდან ეკლესიამდე 2-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080