თურქეთის სასამართლომ Wall Street Journal-ის ჟურნალისტს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თურქეთის სასამართლომ Wall Street Journal-ის ჟურნალისტს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თურქეთის სასამართლომ Wall Street Journal- ის კორესპონდენტს აილუ ალბაირაკს ორი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ გამოცემა WSJ იტყობინება.

ის ტერორიზმის ხელშეწყობასა და „ქურთისტანის მუშაკთა პარტიის“ (PKK) მხარდაჭერაში დაადანაშაულეს, რომელიც თურქეთში აკრძალულია. ჟურნალისტი თურქეთის ხელისუფლებამ ერთ-ერთი სტატიის ტექსტის გამო, ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. თურქეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა „ქურთისტანის მუშაკთა პარტია“ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარეს.

ალბაირაკს თურქეთისა და ფინეთის მოქალაქეობა აქვს. ახლა ის ნიუ-იორკში იმყოფება და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

"თურქეთში არსებული პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით, ეს საშინელი გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ ეს მოხდა", - განაცხადა ჟურნალისტმა.

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

5 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212