ამერიკამ ჩრდილოეთ კორეის საზღვრის მახლობლად ორი სტრატეგიული ბომბდამშენი გაგზავნა

ამერიკამ ჩრდილოეთ კორეის საზღვრის მახლობლად ორი სტრატეგიული ბომბდამშენი გაგზავნა

შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ახლოს ორი სტრატეგიული ბომბდამშენი B-1B Lancer-ი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ბომბდამშენი კორეის ნახევარკუნძულზე, გუამის ავიაბაზაზე გაგზავნეს. მოგვიანებით მას სამხრეთ კორეის საჰაერო ძალების ორი გამანადგურებელი F-15K შეუერთდა. ბომბდამშენები B-1B აშშ-ს საჰაერო ძალებს 1985 წლიდან ემსახურება. იგი შესაძლოა, როგორც ჩვეულებრივ, ასევე ბირთვულ იარაღად იყოს გამოყენებული.

ასევე ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა. პრეზიდენტმა პენტაგონის ხელმძღვანელთან და გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარესთან ჩრდილოეთ კორეის მხრიდან შესაძლო სამხედრო საფრთხეზე იმსჯელა.

ოქტომბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი კორეის ნახევარკუნძულის სანაპიროზე კიდევ ერთ სტრატეგიულ ბომბდამშენს B-1B Lancer-ს გაგზავნის. ის ადგილზე 15 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე უნდა გაიგზავნოს.

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

5 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151