"იმედის" დებატებიდან მოხსნაზე, შერგელაშვილმა ცესკოს და კომუნიკაციების კომისიას მიმართა

"იმედის" დებატებიდან მოხსნაზე, შერგელაშვილმა ცესკოს და კომუნიკაციების კომისიას მიმართა

თბილისის მერობის კანდიდატი "შენების მოძრაობიდან" თენგიზ შერგელაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია "იმედის" დებატებში მისი მონაწილეობა დაგეგმილი იყო, შეთანხმებული იყო ყველა დეტალი, მაგრამ ბოლო წუთებში აღმოჩნდა, რომ დებატებში მისი ადგილი აღარ აღმოჩნდა. ასე აუხსნეს მას ტელეკომპანიაში მისი გადაწყვეტილება.

როგორც მერობის კანდიდატი "აიპრესთან" საუბრისას აცხადებს, რომ "იმედმა" დაარღვია კანონი, რის გამოც მან რეაგირებისთვის ცესკოს და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა. მისივე თქმით, კანონი გიორგი გუგავას დებატებში არმიწვევასთან დაკავშირებითაც დაირღვა.

თენგიზ შერგელაშვილი: რეალურად მე ამ დებატებთან დაკავშირებით გაფრთხილებული ვიყავი. დარბაზში მსხდომთა რაოდენობა, ყველა ტექნიკური საკითხი გავლილი იყო. როგორც ჩანს კალაძემ ბოლო მომენტში მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაესწრებოდა ამ დებატებს. როგორც ჩანს, ტელეკომპანიაში ადგილის პრობლემა შეექმნათ და აბსოლუტურად არასერიოზულ არგუმენტზე იყო საუბარი ჩემთან. 

რეალურად რა არგუმენტი დაგისახელეს მიზეზად? რა გითხრეს, რატომ ვერ მიიღებდით ამ დებატებში მონაწილეობას?

კი ბატონო, გეუბნებით - საკმარისი ადგილები არ ჰქონდათ. კალაძისგან არ ჰქონდათ დასტური დებატებში მონაწილეობაზე, კალაძემ გასცა პასუხი და მერე აღარ აღმოჩნდა ჩემი ადგილი იქ. 

კალაძე ჩაანაცვლეს თქვენით?

ასე გამოვიდა. 

თქვენი რეაქცია რა იყო ამასთან დააკავშირებით?

ეს ნიშნავს, რომ ტელევიზიის დებატების ფორმატი დამოკიდებულია ერთ-ერთი კანდიდატის გადაწყვეტილებაზე. 

ხომ არ არის ეს დისკრიმინაცია, თქვენი როგორც კანდიდატის მიმართ?

ეს არის პირდაპირ დარღვევა საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლის მეორე ნაწილის და ასევე მაუწყებლის შესახებ კანონის. ამ კანონების საფუძველზე ყველა კვალიფიციურ სუბიექტს უნდა მიეცეს დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუ დებატებს აკეთებ. შეფასებას კი არ ვაკეთებ, ეს არის კანონის დარღვევა. 

კიდევ ერთი კანდიდატი გიორგი გუგავა არ მიიწვიეს. როგორც განმარტეს, ტელევიზიის მიმართ მწვავე კრიტიკის გამო. ამაზე რა შეგიძლიათ თქვათ? 

კანონთან შესაბამისი ესეც არ არის. 

ხომ არ აპირებთ სამართლებრივი მექანიზმით რეაგირებას?

ჩვენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასაც და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც უკვე მივმართეთ. 

შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია "იმედში" თბილსის მერობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა, თუმცა დებატებში გიორგი გუგავა და თენგიზ შერგელაშვილი არ მიიწვიეს. "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ლეჟავა, "აიპრესთან"  საუბრისას აცხადებს, რომ შერგელაშვილთან დაკავშირებით მოხდა გაუგებრობა. 

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

4 წუთის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172