ნათელაშვილი: მოვუწოდებ კალაძეს, დათანხმდეს გუგავასთან დებატებს, გუგავა ყველგან მივა!

ნათელაშვილი: მოვუწოდებ კალაძეს, დათანხმდეს გუგავასთან დებატებს, გუგავა ყველგან მივა!

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი საგანგებო პრესკონფერენციაზე გამოემხაურა გუშინ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გამართულ თბილისის მერობის კანდიდატების დებატებს. მისი თქმით, ტელეკოლმაპნია "იმედმა" "ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა არ მიიწვია ეთერში, რადგან იგი კახა კალაძის მთავარი კონკურენტია. 

ნათელაშვილმა კახა კალაძეს მოუწოდა რომ დაჯდეს გიორგი გუგავასთან დებატებში, სადაც მას სურს, გუგავა ნებისმიერ დათქმულ ადგილზე მივა. 

"გუშინ ტეეკომპანია "იმედში" მოხდა მსოფლიო პოლიტიკური დებატების ისტორიაში უპრეცენდტო შემთხვევა, როდესაც დებატებიდან მოხსნილი იქნა ყველაზე რეიტინგული მერობის კანდიდატი "ლეიბორისტული პარტიდან" გიორგი გუგავა, რომლის სახელიც ყველას პირზე აკერია.

აღნიშნულით დადასტურდა ორი ჭეშმარიტება: 1. ივანიშვილის რეჟიმს ყველაზე მეტად და ცეცხლივით ეშინია "ლეიბორისტული პარტიის" და მერობის კანდიდატ გიორგი გუგავას. 2. სამწუხაროდ დადსტურდა, რომ ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილი ყველაზე მეტად აწყობდათ მის ქვრივს და ამ ქვრივის ბიზნესპარტნიორ რუხაძეს, რომელიც არის ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორი, პენსიონერთა "ლიბერთი ბანკის" მფლობელია, რომლებმაც ეს ტელეკომპანია მიყიდეს ჯერ სააკაშვილს, 400 მილიონად და შემდგომ ნადავლის სახით მიარათვეს ივანიშვილს და პრაქტიკულად ბადრის მიერ ქართელ ხალხზე ნაჩუქარი "იმედი" გადაიქცა ბიძინას იმედად.

საუბედუროდ არცერთმა დებატების მონაწილე მერობის კანდიდატმა არ კითხა კალაძეს, როგორ გახდა ის მილიარდელი. როგორ ჩაიგდო ხელში ქართველი ხალხის კუთვნილი 20 ჰიდროელექტროსადგური, როგორ გადაიტანა ეს სადგურები კვიპროსში, ოფშორულ ზონაში. როგორ ჩაიგდო ხელში ენერგოპრო ჯორჯია, როგორ დაარეგისტრირა პრაღაში ვითომ ჩეხური კომპანიის სახით. როგორ გაანადგურა არაგვის ხეობა, თერგის ხეობა, ენგურის ხეობა, ჭოროხის ხეობა, როგორ შეძლო ის რომ ყოველთვე აძვირებს დენის გადასახადს, რანაირად მოახერხა მოსკოვში "გაზპრომთან" ისეთი საიდუმლო ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც ერევანს დაეწია გაზზე ფასი და თბილისსა და საქართველოს მოემატა, როგორ ჩაატარა ქურდების კონფერენცია მილანში და სორენტოში და როდის ატარებს როდის კიდე ახალი ქურდების პრესკონფერენციას. ვერცერთმა კანდიდატმა ეს კითხვა ვერ გაბედა და სირცვილი მათ. ეს არც დებატია, არც არჩევნებია, და არც არანაირი პერსპექტივა ქვეყნისთვის არ არის თუ იგი იქნება არჩეული. 

ამიტომ მე მოვუწოდებ კალაძეს, ერთხელ მაინც იყოს ვაჟკაცი და დათანხმდეს გუგავასთან დებატებს სადაც მას აწყობს, გუგავა მივა ყველგან!", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

2 წუთის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172