სახალხო დამცველი გოგონებს გოგონათა საერთაშორისო დღეს ულოცავს

სახალხო დამცველი გოგონებს გოგონათა საერთაშორისო დღეს ულოცავს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოში მცხოვრებ ყველა გოგონას ულოცავს გოგონების საერთაშორისო დღეს და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ცვლილებების აუცილებლობაზე, რომელიც გოგონათა გაძლიერებისა და განვითარების კუთხით უნდა განხორციელდეს,- ამის შესახებინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.     

გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრისაკენ მიმართული ყველა აქტივობა უნდა იყოს მიმართული გოგონათა უფლებების დაცვისაკენ.

11 ოქტომბერს – გოგონების საერთაშორისო დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 2012 წლიდან აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნას საფუძვლად დაედო გოგონათა სხვადასხვა საჭიროების გაჟღერება, რაც მანამდე უხილავი იყო. წელს მთავარი აქცენტი გოგონათა გაძლიერებაზე გაკეთდა.

საქართველოში დღემდე არსებული სოციალური გარემოებებიდან და ზოგიერთი კულტურული ტრადიციიდან გამომდინარე, გოგონების ერთ ნაწილს თანასწორი განვითარებისათვის ადრეული ასაკიდანვე არაერთი რთული ბარიერი აქვს გადასალახი. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ადრეულ ასაკში ქორწინება და ნიშნობები. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად 18 წლამდე ქორწინების რეგისტრაცია კანონით აკრძალულია, აუცილებელია ამ კუთხით საკანონმდებლო რეგულაციების სრულყოფა; უნდა არსებობდეს საკანონმდებლო გარანტიები, რომლებიც არასრულწლოვან გოგონებს დაეხმარება, თანაბარი მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. 

არასრულწლოვანთა ქორწინება მჭიდროდ არის დაკავშირებული განათლების მიღების უფლებასთან. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები თავს ანებებენ განათლებას, რაც შემდგომში მოქმედებს მათ ეკონომიკურ თავისუფლებაზე და რაც მთავარია, ერთი-ორად ზრდის ოჯახში ძალადობის რისკს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გადაიხედოს განათლების სფეროში არსებული სასწავლო გეგმები გოგონათა გენდერული გაძლიერებისა და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმატიულობის კუთხით. ასევე, მნიშვნელოვანია სპეციალური პროგრამების დანერგვა გოგონათა მიერ ტექნიკური საგნების შესწავლით დაინტერესების მიზნით, შემდგომში თანაბარი ეკონომიკური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. 

სახალხო დამცველის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები გოგონათა უფლებების დასაცავად და გენდერული თანასწორობისათვის დასახული მიზნების განხორციელებისთვის. 

სექსუალური შევიწროვება მიმტანის მიმართ და საპასუხოდ მიღებული "მწარე" ხურდა (ვიდეო)

სექსუალური შევიწროვება მიმტანის მიმართ და საპასუხოდ მიღებული "მწარე" ხურდა (ვიდეო)

7 წუთის წინ

ემელიამ, როგორც თავად შემდეგ მოყვა, გაიფიქრა რომ ეს ვინმე მისი ახლობელი იყო, მაგრამ მისკენ თავის მიტრიალებისთანავე დარწმუნდა, რომ "ძალიან ინტიმური შეხება" უცნობი პირის მიერ მოხდა, სწვდა მას მაისურის საყელოში, მოქაჩა თავისკენ, მოატრიალა...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080