კატალონიის საკითხზე ესპანეთის მთავრობა საგანგებო სხდომას გამართავს

კატალონიის საკითხზე ესპანეთის მთავრობა საგანგებო სხდომას გამართავს

კატალონიის მოვლენებთან დაკავშირებით ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რაჰოი დღეს, ადგილობრივი დროით 9:00 მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომას მართავს. ამის შესახებ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ვიცე-პრემიერი სორაია საენს დე სანტამარია წერს.

ის ასევე კატალონიის ლიდერის კარლეს პუჩდემონის განცხადებებს გამოეხმაურა. "არავის შეუძლია არარსებული კანონის გამოყენება, რეფერენდუმის შედეგების განხორციელება, რაც არ იყო, და ხალხის ნების საკუთარ პასუხისმგებლობაზე აღება", - წერს ესპანეთის ვიცე-პრემიერი.

მისი თქმით, თუ კატალონიის ხელისუფლება საკუთარ თავს დემოკრატს უწოდებს და დიალოგი სურს, მაშინ მას "წესების გამოგონება“ არ სჭირდება.

შეგახსენებთ, 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება უკანონოდ მიიჩნევს. ხმის მიცემა პოლიციასთან შეჯახებების ფონზე მიმდინარეობდა. სამართალდამცავებმა საარჩევნო უბნების ბლოკადა მოახერხეს, თუმცა კატალონიის ლიდერმა კარლეს პუჩდემონიმ ხმის მიცემა მაინც მოახერხა. საბოლოოდ პოლიციამ რეზინის ტყვიების სროლა დაიწყო, რის შედეგადაც, ბოლს გავრცელებული მონაცემების მიხედვით 893 ადამიანი დაშავდა. ამავდროულად, ბარსელონაში პოლიციამ სამი დაღუპულის შესახებაც განაცხადა.

კატალონიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ესპანეთისგან დამოუკიდებლობას ხმა ამომრჩეველთა 90%-მა მისცა. შედეგების გაგზავნას პარლამენტში უახლოესი დღეების განმავლობაში აპირებენ. ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს. გარდა ამისა, 2 ოქტომბერს ევროკომისიამ, კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმი უკანონოდ სცნო.

The Times: ტრამპსა და პუტინს შორის შესაძლო შეხვედრამ ბრიტანეთში შეშფოთება გამოიწვია

The Times: ტრამპსა და პუტინს შორის შესაძლო შეხვედრამ ბრიტანეთში შეშფოთება გამოიწვია

1 წუთის წინ

ევროპელი პოლიტიკოსები შიშობენ, რომ 11 ივლისს ნატო-ს სამიტისთვის სახელმწიფო მეთაურების სავარაუდო შეხვედრამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე, ასევე ლონდონში 13 ივლისს დაგეგმილ ვიზიტზე. "უცნობია, როდის გაიმართება...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172