უდუმაშვილი: დღეიდან პუშკინის სკვერი ივანიშვილის გარაჟია, ბოტანიკური ბაღი კი მისი ბოსტანი

უდუმაშვილი: დღეიდან პუშკინის სკვერი ივანიშვილის გარაჟია, ბოტანიკური ბაღი კი მისი ბოსტანი

"ის ადგილი, სადაც ახლა ვიმყოფებით უკვე აღარ არის პუშკინის სკვერი. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ამ ადგილს დღეიდან ჰქვია ბიძინა ივანიშვილის პირადი გარაჟი", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა საგანგებო განცხადებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბოტანიკური ბაღი კი ივანიშვილის პირადი ბოსტანია.

"დიახ გარაჟი, იმიტომ რომ სიტყვა "ავტოფარეხი" ივანიშვილს სავარაუდოდ არ ესმის რას ნიშნავს. ეს გადაწყვეტილება მიიღო თბილისის სამარცხვინო უმრავლესობამ და რის ხარჯზე? რა ხდებოდა საკრებულოს წინ. საკრებულო საერთოდ გამოკეტეს როგორც ერთი ჯიხური ისე, შეიყუჟნენ შიგნით და მიიღეს გადაწყვეტილება. გამოყარეს ჩვენი დეპუტატები შენობიდან, მათ შორის ძალის გამოყენებით და რა ხდებოდა შენობის გარეთ. ამას ხომ მაყურებელი თავად ადევნებდა თვალს. ჩვეულებრივი ანგარიშსწორება იყო აქციის მონაწილეებზე. რომელთა მთავარი მოთხოვნაც იყო თბილისს დარჩენოდა მისი ისტორიული ტერიტორია. დღეიდან პუშკინის სკვერი ივანიშვილის გარაჟია, ბოტანიკური ბაღი ივანიშვილის პირადი ბოსტანი", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

გოცირიძე: ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-სთან

გოცირიძე: ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-სთან "რუსთავის ფოლადისთვის" შეღავათიან ტარიფზე

08 ივნისი, 2018

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან  ქვეყნის ფოლადის მწარმოებლების დაცვის მიზნით, ფოლადის პროდუქციის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. ამ  ტარიფმა საქართველოს მწარმოებლებზე ნეგატიურად იმოქმედა არაერთი მიმართულებით. რუსთავის...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172