"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დღეს ვარკეთილი 3-ში წყალსადენის ქსელზე ახალ ურდულებს დაამონტაჟებს

ვარკეთილი 3-ის, III მიკრორაიონში,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალსადენის ქსელის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, მასშტაბურ სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. წყალსადენის ქსელის 2.8 კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება. აღნიშნულ პროექტში კომპანია  360 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, დღეს, 10 ოქტომბერს, 9 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება. შედეგად,  საგრძნობლად შემცირდება, როგორც დაზიანებების რაოდენობა, ასევე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი და დრო.

სამუშაოები ვარკეთილი 3-ის მიკრორაიონებში, ერთდროულად რამდენიმე მისამართზე განხორციელდება, რომელთა ჩასატარებლად მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა აუცილებელია. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ტექნიკური სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში განხორციელდება. დღეს, 10 ოქტომბერს, 22:00 საათიდან ხვალ, 11 ოქტომბრის,  13:00  საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვარკეთილი 3-ის I, II და III მიკრორაიონებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

3 საათის წინ

ტურნირის ფარგლებში, სამ პრიზიორ გუნდთან ერთად, გამოვლინდნენ საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველის, თავდამსხმელის, ბომბარდირის, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის წოდების მფლობელები. მესამე ადგილზე პენალტების სერიაში...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172