თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს სხდომა, სადაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხი უნდა განიხილონ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები საპარლამენტო ოპოზიციის შემოშვებას ითხოვენ. ოპიზიცია ამბობს,რომ საკრებულის თავმჯდომარე რეგლამენტს უხეშად არღვევს.

საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ოქროყანას დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „თაბორი რიზორთს“, პირდაპირი განკარგვის ფორმით 102,000 ლარად უნდა გადაეცეს საკუთრებაში, ხოლო თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროსთან არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „თბილისი სითისათვის“ საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად -1 ლარად მოხდება.

დაგეგმილი პროექტები თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის დაფუძნება ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

1 საათის წინ

მისი თქმით, არასერიოზული ოპოზიცია გვყავს და ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ფრანგებს, რაც საქართველოს იმიჯისთვის კარგი არ არის. „რაც შეეხება იმ არასერიოზულ კითხვებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და მათ მიერ წარსულში დაფინანსებული პირებისგან...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151