თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორი პირი დააკავეს

თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორი პირი დააკავეს

თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს.

თბილისის საკრებულოსთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და სხდომაზე დასწრებას მოითხოვენ, რის უფლებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედია.

დღეს საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, სადაც თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრის და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემას განიხილავენ.

გლდანში სუპერმარკეტის დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

გლდანში სუპერმარკეტის დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

5 წუთის წინ

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ -სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული კ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, „ბერეტას“ სისტემის აირის პისტოლეტის მუქარით, ერთ-ერთი...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172