თურქეთის ხელისუფლებამ აშშ-ს საკონსულოს თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის ხელისუფლებამ აშშ-ს საკონსულოს თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთმა აშშ-ს საკონსულოს მეორე თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ტელეარხ NTV-Turk-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ტელეარხი იუწყება, ის ჯერ არ დაუკავებიათ, მაგრამ საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები უკვე ესაუბრნენ მის მეუღლესა და ქალიშვილს. საკონსულოს თანამშრომლის ვინაობა და ეროვნება არ სახელდება. როგორც Reuters იუწყება, ოფიციალურად, თურქეთის იუსტიციის სამინისტრო მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

გასულ კვირას, თურქმა სამართალდამცავებმა სტამბოლში აშშ-ს საკონსულოს თანამშრომელი, მეტინა ტოპუზა დააკავეს. თურქეთის მოქალაქეს ბრალი ჯაშუშობაში ედება. გამომძიებლების განცხადებით, მას ასევე ისლამის მქადაგებელ ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირი ედება ბრალად. როგორც ცნობილია, მას თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის ივლისში მომხდარ გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

მაკედონიაში, საპროტესტო აქციის შედეგად 7 სამართალდამცველი დაშავდა

მაკედონიაში, საპროტესტო აქციის შედეგად 7 სამართალდამცველი დაშავდა

19 წუთის წინ

სააგენტოს განცხადებით, საპროტესტო აქციის დროს აქციის მონაწილეები პიროტექნიკას იყენებდნენ. ისინი პარლამენტის შენობაში შეჭრას შეეცადნენ, რასაც არეულობა მოჰყვა. შექმნილი ვითარების შედეგადაც შვიდი პოლიციელი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186