პოლონეთი კიბერარმიას შექმნის

პოლონეთი კიბერარმიას შექმნის

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ანტონი მაჩარევიჩის ცნობით, პოლონეთი კიბერარმიას შექმნის. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Onet Wiadomosci ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ვებგვერდზე განხორციელებული თავდასხმებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია იმის გააზრება და დამახსოვრება, რომ ინფორმაციებს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან იარაღად იყენებენ. „ის ყოველ დღე ცდილობს გავლენა მოახდინოს ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, ჩვენს გონებასა და მოვლენების მიმართ დამოკიდებულებაზე ", - განაცხადა მინისტრმა კრაკოვში კიბერუსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მაჩერევიჩმა ანალოგიურ ქმედებებში რუსეთი პირდაპირ დაადანაშაულა.

"კატალონიის უკანონო რეფერენდუმის დროს, რუსი ჰაკერები ამ პლებისციტის ორგანიზატორებს ესპანეთის მთავრობის მიერ შექმნილი ინტერნეტ-საარჩევნო სისტემის ბლოკადაში დაეხმარნენ", - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა. თუმცა, მას აღნიშნულის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

ფორუმს ასევე ესწრება პოლონეთის პრემიერმინისტრი ბეატა შიდლო, რომელმაც კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის შექმნის შესახებ განაცხადა. "კიბერ სივრცის ომი, ინფორმაციული ომი, ტექნოლოგიური ომი, ინფრასტრუქტურის, საბანკო და ეკონომიკური სექტორების ჰაკერული შეტევები მხოლოდ საფრთხის ზოგიერთი ასპექტია, რომელიც მუდმივად უნდა გვახსოვდეს", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

5 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151