თურქეთმა და შეერთებულმა შტატებმა ერთმანეთს ვიზების გაცემა შეუწყვიტა

თურქეთმა და შეერთებულმა შტატებმა ერთმანეთს ვიზების გაცემა შეუწყვიტა

თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური სკანდალი გაჩაღდა, რომელმაც ვიზების ორმხრივი გაცემა თითქმის მთლიანად შეწყვიტა. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

თურქეთის საელჩომ ვაშინგტონში განაცხადა, რომ იძულებულია ხელახლა შეაფასოს აშშ-ის ხელისუფლების ერთგულება თურქეთის დიპლომატიური მისიის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ.

აგრეთვე საკმაოდ მსგავსი განცხადება გააკეთა ადრე აშშ-ის საელჩომ ანკარაში. კონფლიქტი მას მერე გაჩაღდა, რაც გასულ კვირას სტამბოლში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი დააკავეს.

თურქეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა იგი ოპოზიციონერ ისლამისტ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან კავშირში დაადანაშაულეს, რომელიც გადასახლებაშია და აშშ-ში ცხოვრობს. მას გასულ წელს, თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებენ ბრალს.

ვაშინგტონმა აღნიშნულ ნაბიჯს უსაფუძვლო და ორმხრივი ურთიერთობისათვის საზიანო უწოდა.კვირას თურქეთის საელჩომ ვაშინგტონში განაცხადა:

"ცოტა ხნის წინანდელი მოვლენები იძულებულს ხდის თურქეთის ხელისუფლებას, გადახედოს ჩვენს ურთიერთობას აშშ-ის ხელისუფლებასთან თურქეთის დიპლომატიური მისიისა და მისი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ. იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ვიზიტების რაოდენობა აშშ-ში ჩვენს დიპლომატიურ და საკონსულო მისიებში, ჩვენ დაუყოვნებლივ შევწყვიტეთ აშშ-ის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა".

აღნიშნული ზომები, როგორც საელჩო იტყობინება, ეხება ქაღალდისა და ელექტრონულ ვიზებს, აგრეთვე იმ ვიზებს, რომლებიც საზღვარზე გაიცემა. თურქული მხარის განცხადება ფაქტობრივად სარკისებრი ეფექტივით იმეორებს შეერთებული შტატების განცხადებას, განსხვავება მხოლოდ ქვეყნების დასახელებებშია.

აშშ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ აშშ-ის ყველა დიპლომატიურ დაწესებულებებში შეჩერებულია არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა. არასაიმიგრაციო ვიზები გაიცემა ტურისტებზე, აგრეთვე ადამიანებზე, რომლებიც აშშ-ში მკურნალობისთვის, , ბიზნესისთვის, დროებითი სამუშაოსთვის ან სწავლისთვის ჩადიან.

უკვე დიდი ხანია, რაც ანკარა ცდილობს, დააჯეროს აშშ-ს რომ ფეთჰულა გიულენი გადასცეს თურქეთს, რომელსაც თურქეთში 2016 წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორობაში სდებენ ბრალს.

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

2 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172