10 ოქტომბერს ''ქართული გალობა'' მგალობელ-მომღერალთა ანსამბლ ''შემოქმედის''  პირველ აუდიო ალბომს წარადგენს

10 ოქტომბერს ''ქართული გალობა'' მგალობელ-მომღერალთა ანსამბლ ''შემოქმედის'' პირველ აუდიო ალბომს წარადგენს

10 ოქტომბერს, 18:00 საათზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ გამართავს მგალობელ-მომღერალთა ანსამბლ „შემოქმედის“ პირველი აუდიო ალბომის წარდგენას. 

მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი „შემოქმედი“ შემოქმედის ეპარქიის საკათედრო ტაძრის სამეუფეო გუნდის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ეს უკანასკნელი, 2007 წელს შემოქმედელი მიტროპოლიტის – იოსების (კიკვაძე) ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. 2014 წლიდან ანსამბლს რამდენიმე გამოცდილი მომღერალი დაემატა და წევრებმა ქართული ხალხური სიმღერების შესწავლა, უძველესი ვარიანტების მოძიება-აღდგენაც დაიწყეს. ამ პერიოდიდან „შემოქმედი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის ცენტრის სახელითაც აგრძელებს საქმიანობას.

„შემოქმედის“ მიზანი ქართული საეკლესიო გალობის, უპირატესად, ადგილობრივი – შემოქმედის სკოლის ნიმუშების შესწავლა, ღვთისმსახურებაში დაბრუნება და ძველი გურული სიმღერების მომავალი თაობისათვის გადაცემაა. 

ანსამბლი წარმატებით გამოდის ტრადიციული მუსიკის კონცერტებსა და საღამოებზე, მონაწილეობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფესტივალებში; 2015-16 წლების საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ დათვალიერება-ფესტივალზე „შემოქმედი“ პირველი ადგილის მფლობელი გახდა -ნომინაცია: „ხალხური სიმღერის ახალგაზრდული ანსამბლი“.

ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი თბილისს 23 ივნისს ეწვევა

ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი თბილისს 23 ივნისს ეწვევა

7 საათის წინ

ვიზიტის ფარგლებში, სასტუმროში Rooms Hotels Tbilisi დაგეგმილია დისკუსია, რომელშიც მიშელ უელბეკთან და არჩილ ქიქოძესთან ერთად ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი მონაწილეობენ...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172