პატრიარქი: ზოგიერთს აღიზიანებს საქართველოს ეკლესიის და ხალხის წინსვლა, ჩვენ უკან ვერ დავიხევთ

პატრიარქი: ზოგიერთს აღიზიანებს საქართველოს ეკლესიის და ხალხის წინსვლა, ჩვენ უკან ვერ დავიხევთ

''ყოველი ადამიანი მიდის ან წინ, ან უკან. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს ეკლესია მიდის წინ. ქართველი ხალხი მიდის წინ და ზოგიერთს ეს აღიზიანებს. ჩვენ ვერ დავიხევთ, ვერ წავალთ უკან'', - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, ქადაგების დროს ბრძანა.

''ძველი რომაელები ამბობდნენ, ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო, ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და ამას ვერ ვიტყვით და ვერც ვიმოქმედებთ ამ კანონით. ადამიანი ადამიანისთვის საყვარელი ძმა არის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს ძმებს, ვინც არ უნდა იყოს, მით უმეტეს, თუ გაჭირვებული და ცოდვაში ჩავარდნილია, იმათ უნდა დავეხმაროთ'', - ბრძანა პატრიარქმა. 

პატრიარქმა დღეს ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გვარებს დღე-ღამის განმავლობაში 12 საათიანი ლოცვა, მარხვა და სამი ცხვრის შეწირვა დაუწესდებათ. ამისთვის მომზადდება სპეციალური ლოცვები.

''ჩვენ მოვამზადებთ ამ ლოცვებს და მოკლე ხანში დავიწყებთ სულიერ კიბეზე ასვლას. ეს იქნება სულიერი კიბე, რომელიც მიგვიყვანს ჩვენს სასუფეველში. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და ღმერთმა გაგაძლიეროთ.''

ზედაზნის ტყეში ხვალ საბავშვო ქალაქი "მოკოლენდი" იხსნება

ზედაზნის ტყეში ხვალ საბავშვო ქალაქი "მოკოლენდი" იხსნება

1 საათის წინ

როგორც "აიპრესს" ასოციაციიდან აცნობეს, ზღვის დონიდან 1010 მეტრზე  მოეწყო  გასართობი სივრცეც  - ეკოლოგიურად სუფთა, ხის კონსტრუქციებით დაკომპლექტებული გასართობი მოედანი.  მათი ცნობით, აქ პატარა სტუმრებს ლოკომოკოს და...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172