პატრიარქის ინიციატივით, გვარებს 12-საათიანი ლოცვა, მარხვა და სამი ცხვრის შეწირვა დაუწესდებათ

პატრიარქის ინიციატივით, გვარებს 12-საათიანი ლოცვა, მარხვა და სამი ცხვრის შეწირვა დაუწესდებათ

ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ახალი ინიციატივა გააცნო. პატრიარქის ინიციტივით, გვარებს დღე-ღამის განმავლობაში 12 -სათიანი ლოცვა და სამი ცხვრის შესაწირის მიყვანა დაუწესდებათ, რითაც გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარებიან.

"ძალიან ბევრს ვფიქრობ იმის შესახებ თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ მომავალში. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს იყოს სათნო ღვთისთვის და სასარგებლო ადამიანისთვის. ხშირად მეკითხებიან ამ 40 წლის მანძილზე რა გაკეთდა ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, გაკეთდა ის, რომ ჩვენ დავიბრუნეთ უძველესი ტიტიკონი შვიდი ლოცვის. 7 ლოცვა ეს ღვთის დიდი წყალობაა და ის სასწაულებს ახდენს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლდა გვარების დალოცვა, ვლოცავთ გვარებს მაგრამ ალბათ, არ არის საკმარისი და ლოცვა უნდა გაძლიერდეს. ჩვენი ლოცვა არ არის რაღაც ფანატიკური მოქმედება. ჩვენი ლოცვა უშუალოდ კავშირშია ღმერთთან. ბევრი ვიფიქრეთ იმის შესახებ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი გვარები, ოჯახები. ერთმა ჯგუფმა გამოთქვა ასეთი აზრი, კარგი იქნებოდა, რომ ერთი დღე და ღამე გვარს ელოცა და ემარხულა. გახსოვთ, სახარებაში წერია, ბოროტი ძალა განიდევნება ლოცვით და მარხვით, მე ძალიან მომწონს ეს აზრი. არც ძნელია, რომ ერთი დღე-ღამე ადამიანმა ილოცოს და იმარხულოს. იქნება სპეციალური ლოცვები, მადლობის ლოცვები და წმინდა სამების ლოცვა. ჩვენ უნდა ვცადოთ, დავიწყოთ წმინდა სამების ამ წმინდა ტაძრიდან. დღეს დავუშვათ, დღის თორმეტი საათიდან მეორე დღის თორმეტ საათამდე წაიკითხავენ ლოცვებს და შესაწირავი უნდა იყოს სამი ცხვარი. სამი ცხვარი იქნება გამოყენებული გაჭირვებული ოჯახებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს მოიტანს საოცარ შედეგს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაძლიერდეს სიყვარული და პატივისცემა ხალხში. ჩვენ მოვამზადებთ ამ ლოცვებს და მოკლე ხანში დავიწყებთ სულიერ კიბეზე ასვლას. ეს იქნება სულიერი კიბე, რომელიც მიგვიყვანს ჩვენს სასუფეველში. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და ღმერთმა გაგაძლიეროთ",-ბრძანა პატრიარქმა.

მეუფე შიოს თქმით, ადამიანს, რომელიც სოციალურ ქსელში ზიზღს სთესს, ღმერთი თხოვნას არ შეუსრულებს

მეუფე შიოს თქმით, ადამიანს, რომელიც სოციალურ ქსელში ზიზღს სთესს, ღმერთი თხოვნას არ შეუსრულებს

4 საათის წინ

"დიდი სიყვარული, ღრმა სარწმუნოება, დიდი სიმდაბლე და საკუთარი უღირსების შეგრძნება, ეს არის საწინდარი იმისა, რომ ღმერთმა ჩვენი თხოვნა შეგვისრულოს. ჩვენთან ხშირად არის მიღებული, წადი მოიარე 12 ეკლესია ან ფეხშიშველი სადღაც იმოგზაურე, ან რაღაც...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207