გურჯაანის ღვინის ფესტივალი შემოდგომის ფერებში (ფოტორეპორტაჟი)

გურჯაანის ღვინის ფესტივალი შემოდგომის ფერებში (ფოტორეპორტაჟი)

ქართული ღვინის კვირეულმა სტარტი გურჯაანიდან აიღო. ღვინოსთან ერთად, კურორტ ახტალაზე ფესტვალი შემოდგომის ნობათით გაიმართა. სტუმრებს საშულება ჰქონდათ, კახური ღვინო დაეგემოვნებინათ და შეეძინათ.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები. 

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დათო სონღულაშვილი “აიპრესთან“ ამბობს, რომ ფესტიველი ტრადიციად დამკვიდრდება.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი საქართველოს ღვინის კვირეულის ფარგლებში ტარდება, ასევე პირველად ტარდება გურჯაანის მუნიცპალიტეტში. დრწმუნებული ვარ, ეს ტრადიციად დამკვიდრდება. ფესტივალზე 35 მარანი იყო წარმოდგენილი. გურჯაანს აქვს ძალინ დიდი პოტენციალი იმისთვის, რომ ასეთი ღონისძიებები ჩატარდეს. კახეთის რეგიონში ამ დროის მონაცემებით 140 მილიონი ლარის ყურძენია ჩაბარებული“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე „აიპრესთან“ აცხადებს, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის მიზანია, ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ტურისტებისთვის ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა.

„გურჯაანში, ახტალას ტერიტორიაზე წელს პირველად ტარდება ფესტივალი. მნიშვნელოვანია, ეს ფესტივალი ყოველ წელს ჩატარდეს, რომლის მიზანია ამ ულამაზეს მხარეში, კახეთში, ღვინის ტურიზმი განვითარდეს.

იმ დროს, როცა უცხოელი ტურისტების ინტერესი კახეთისა და ღვინის მიმართ იზრდება, ასეთი ტიპის ღნისძიებების ჩატარება ხელს შეუწყობს ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობას”, - აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის პატრონაჟით.

ონკოლოგიურის პაციენტი მარტოხელა ბებია, რომელიც სიმსივნით დაავადებულ შვილიშვილს უვლის, შველას ითხოვს

ონკოლოგიურის პაციენტი მარტოხელა ბებია, რომელიც სიმსივნით დაავადებულ შვილიშვილს უვლის, შველას ითხოვს

2 საათის წინ

10 წლის ლუკაც ონკოლოგიური პაციენტია, მესამე წელია სიმსივნეს მკურნალობს, ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაგრამ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ოჯახი, აკაკის ქუჩის 51 ნომერში, ნაქირავებ, პატარა ხის სახლში...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172