ბერძენიშვილი: 90-იან წლებში საპატრიარქომ სპირტის ბიზნესი რომ დაიწყო, ჩვენ ღიად ვუპირისპირდებოდით

ბერძენიშვილი: 90-იან წლებში საპატრიარქომ სპირტის ბიზნესი რომ დაიწყო, ჩვენ ღიად ვუპირისპირდებოდით

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას აცხადებს, რომ პარლამენტი არ უნდა აფინანსებდეს ქვეყნის ბიუჯეტიდან არცერთ კონფესიას, მათ შორის არც მართლმადიდებლურს. 

"1995 წელს მე გამოვედი პარლამენტის სხდომაზე და ვთქვი, გრაჩოვი (რუსეთის ექს-თავდაცვის მინისტრი პავლე გრაჩოვი), რომ მონათლა ილია მეორემ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მე ვთქვი, ძალიან გული მწყდება, რომ რელიგიის საქმეთა რწმუნებულის ფუნქციას ასრულებს საქართველოს კათალიკოს პატრიარქი-მეთქი. 

ჩვენ ღიად ვუპირისპირდებოდით 90-იან წლებში სპირტის ბიზნესი, რომ დაიწყო საპატრიარქომ. 97 წელს ეს ჩვენ რგოლებშიც გვაქვს. მე ღიად ვწერდი, რომ ვერ უნდა გაბედოს ვერცერთმა პარლამენტმა ბიუჯეტიდან დაფინასება კონფესიის, მათ შორის მართლმადიდებლური კონფესიის", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

საპატრიარქოში 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება

3 საათის წინ

სინოდის სხდომას საქარველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს. რა საკითხებზე იმსჯელებს სინოდი ჯერ-ჯერობით უცნობია.

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172