ავიაკომპანია Air Berlin 1,400 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

ავიაკომპანია Air Berlin 1,400 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

გაკოტრებული ავიაკომპანია Air Berlin-ი 1,400 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თანამშრომლებს ოქტომბრის ბოლოსთვის გააცნობენ. გარდა ამისა, შტატების შემცირება ადმინისტრაციულ პერსონალსაც შეეხება. საერთო ჯამში, Air Berlin-ში დაახლოებით 8 ათასი ადამიანია დასაქმებული. კომპანიის წარმომადგენლებმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

აგვისტოს შუა რიცხვებში ავიაკომპანიამ გაკოტრების პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა, რადგან მისმა ძირითადმა აქციონერმა - არაბეთის ეროვნულმა ავიაკომპანია Etihad Airways-მა ფინანსური დახმარების გაწევა შეაჩერა.

Bloomberg- ის მონაცემებით, გასული ექვსი წლის განმავლობაში ავიაკომპანიამ 2.7 მილიარდი ევრო დაკარგა, ხოლო მისი ვალი 1.2 მილიარდ ევროს შეადგენს. როგორც The Wall Street Journal იუწყება, Air Berlin- ი გერმანიაში მეორე უდიდესი ავიაკომპანიაა.

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

1 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172