მანანა კობახიძე: "ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ხელისუფლების დიდი შეცდომაა"

მანანა კობახიძე: "ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ხელისუფლების დიდი შეცდომაა"

"სულ რომ მარტონი დავრჩეთ ამ დედამიწაზე, ყველა ჩვენმა მეგობარმა, პარტნიორმა თუ მოკავშირემ რომ ზურგი გვაქციოს, მე მაინც ვიტყვი რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა, ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომა, თორემ სხვა დანარჩენ კატეგორიებზე, როგორიცაა ზნეობა, მორალიდა ა.შ ჩემზე უფრო ზნეობრივები და ღირსეულები ილაპარაკებენ, მე მხოლოდ სახელმწიფოზე ვამბობ, კანონმდებლებზე..." - ასე ეხმიანება ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე

"დღეს ლამის ერთიანად გაცისარტყელდა facebook , ტაში შემოკრეს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რა ვქნა, თუ მე ვერ შევუერთდი ამ "სიხარულს", მაპატიეთ, ვიცი გამკიცხავთ ზოგიერთები, კრიტიკას არ დაიშურებთ, შეიძლება ქარ-ცეცხლშიც გამატაროთ, მაგრამ, ალბათ აზრის თავისუფლება ის უფლებაა, რაც მაინც მრჩება როგორც საჯარო პირს. თქვენი ნებაა, მაკრიტიკეთ, ოღონდ ადამიანების სიძულვილს, შეუწყნარებლობას, დისკრიმინაციას, რაც მთავარია, რუსეთუმეობას და ამის მსგავსებს ნუ დამაბრალებთ!..."- წერს მანანა კობახიძე თავის სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიანთა ქორწინება ოფიციალურად დააკანონა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რასაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამა დიდი გამარჯვება უწოდა.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ზვიად ფხაკაძის და კახა სირაძის გამოკითხვას ხვალ განაახლებს

საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ზვიად ფხაკაძის და კახა სირაძის გამოკითხვას ხვალ განაახლებს

1 საათის წინ

კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ სამუშაო საათების ამოწურვის გამო, ზვიად ფხაკაძეს და კახა სირაძის გამოკითხვა ხვალ 15:00 საათზე განახლდება. საგამოძიებო კომისიის 17 კაციანმა შემადგენლობამ გასულ კვირას 51-ე სკოლის...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207