მიქაელ ბოტკოველი: ნურავის უკვირს, როცა სახელმწიფოსგან ეკლესია ქონებას იღებს

მიქაელ ბოტკოველი: ნურავის უკვირს, როცა სახელმწიფოსგან ეკლესია ქონებას იღებს

საპატრიარქოს მდივნის მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქო სახელმწიფოსგან არ ითხოვს არანაირ ქონებას, თუ მასზე ეკლესიის მშენებლობა არ არის განსაზღვრული.

"ვიღაცის ინტერესშია, რომ ეკლესიას არ გადაეცეს არანაირი ქონება. ჩვენ სახელმწიფოსთან ერთად განვიხილავთ მიზანშეწონილობას ამა თუ იმ ქონების გადმოცემის საკითხზე. პრაქტიკულად, ჩვენ მიწის ნაკვეთებს არ ვითხოვთ თუ მასზე ეკლესიის მშენებლობა არ არის გამიზნული. ნურავის უკვირს, როცა სახელმწიფოსგან ეკლესია ქონებას იღებს. ასეთივე ქონებებს იღებენ სხვა რელიგიური დენომინაციები საქართველოში",- განაცხადა ბოტკოველმა.

ცნობისთვის, დღეს "საერთაშორისო გამჭირვალობამ" განაცხადა, რომ 2016-2017 წლის განმავლობაში, სახელმწიფოსგან 28-ჯერ, 1 ლარად დაუსაბუთებლად გადაეცა საპატრიარქოს მიწის ნაკვეთები.

საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილება საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს

საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილება საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს

9 წუთის წინ

საჯარო რეესტრის პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა  მარიამ ტურაშვილმა პანელურ დისკუსიაში "ბლოკჩეინ ტექნოლოგიების პერსპექტივები სახელმწიფო მმართველობის სფეროში" უძრავი ქონების...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172