მიქაელ ბოტკოველი: "ციანიდის საქმის" მასალების საპატრიარქოდან გასვლაზე საუბარი სიბეცეა

მიქაელ ბოტკოველი: "ციანიდის საქმის" მასალების საპატრიარქოდან გასვლაზე საუბარი სიბეცეა

საპატრიარქოს მდივნის მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, სიბეცეა საუბარი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მედიაში "ციანიდის საქმის" დახურული სხდომის ჩანაწერები საპატრიარქოდან გავრცელებულიყო.

"აბსოლუტური სიბეცეა, როდესაც საუბრობენ იმას, რომ საპატრიარქოდან შეიძლებოდა გასულიყო ეს ინფორმაციები, საიდან შეიძლებოდა საპატრიარქოს ჰქონოდა ეს ინფორმაციები. ჩვენ არ გვქონდა უფლება მოგვეთხოვა მასალები, ან როგორ ფიქრობთ საპატრიარქო რატომ მისცემდა ამ მასალებს "რუსთავი 2"-ს ან თუნდაც სხვა ტელევიზიას. დიდი ეჭვი არსებობს, რომ ეს ინფორმაციები სწორედ ადვოკატებისგან გავიდა",- განაცხადა ბოტკოველმა.

მისივე თქმით, "საპატრიარქოს ინტერესში არ შედიოდა "ციანიდის საქმის" პროცესის დახურვა".

"ჩვენ ინტერესში შედიოდა ის, რაც მართლმსაჯულებას დაადგენდა",- აღნიშნა ბოტკოველმა.

პროკურატურამ "ციანიდის საქმიდან" გამოძიების მასალების გახმაურებიის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ზედაზნის ტყეში ხვალ საბავშვო ქალაქი "მოკოლენდი" იხსნება

ზედაზნის ტყეში ხვალ საბავშვო ქალაქი "მოკოლენდი" იხსნება

1 საათის წინ

როგორც "აიპრესს" ასოციაციიდან აცნობეს, ზღვის დონიდან 1010 მეტრზე  მოეწყო  გასართობი სივრცეც  - ეკოლოგიურად სუფთა, ხის კონსტრუქციებით დაკომპლექტებული გასართობი მოედანი.  მათი ცნობით, აქ პატარა სტუმრებს ლოკომოკოს და...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172