მიქაელ ბოტკოველი: ეკლესიის იმიჯის დასაბრუნებლად ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი

მიქაელ ბოტკოველი: ეკლესიის იმიჯის დასაბრუნებლად ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი

საპატრიაქროს მდივნის მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქოს ბევრის გაკეთება მოუწევს, რომ ის იმიჯი, რომელიც ეკლესიას ჰქონდა და რომელიც ახლა მიზეზთა გამო შერყეულია, კვლავ დაიბრუნოს.

"ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ის იმიჯი, რომელიც ეკლესიას ჰქონდა და დღეს დადგა მისი შერყევის გარემოებები, როგორმე დავიბრუნოთ. როგორმე დავიბრუნოთ საზოგადოების მაღალი ნდობა. როგორც ყოველთვის ეკლესია გამოირჩეოდა ქართულ საზოგადოებაში ავტორიტეტით. უნდა მოვრჩეთ ამ თემებზე საუბარს, განაჩენი გამოტანილია, ვინც არ ეგუება ამ განაჩენს ეს მათი პრობლემაა. ჩვენ არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია, რომ უნდობლობა გამოვუცხადოთ მოქმედ კანონმდებლობას და იმ შედეგს, რომელიც დადგა",- განაცხადა ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მას სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ზედაზნის ტყეში ხვალ საბავშვო ქალაქი "მოკოლენდი" იხსნება

ზედაზნის ტყეში ხვალ საბავშვო ქალაქი "მოკოლენდი" იხსნება

1 საათის წინ

როგორც "აიპრესს" ასოციაციიდან აცნობეს, ზღვის დონიდან 1010 მეტრზე  მოეწყო  გასართობი სივრცეც  - ეკოლოგიურად სუფთა, ხის კონსტრუქციებით დაკომპლექტებული გასართობი მოედანი.  მათი ცნობით, აქ პატარა სტუმრებს ლოკომოკოს და...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172