თეა წულუკიანმა იაპონიის ელჩს უმასპინძლა

თეა წულუკიანმა იაპონიის ელჩს უმასპინძლა

იუსტიციის მინისტრმა იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა მიიღო,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მიხეილ სარჯველაძე და გიორგი პატარიძე. შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა სტუმარს მოადგილეები წარუდგინა და მათი პასუხისმგებლობების სფეროები გააცნო.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრეს. ამ კონტექსტში ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში პოტენციური ინვესტორებისათვის არსებულ ხელსაყრელ სამართლებრივ გარემოზე და გამოთქვა სურვილი, რომ იუსტიციის სამინისტროსა და იაპონელ ინვესტორთა შორის მისი დახმარებით საინტერესო დიალოგი შედგეს, რათა იაპონიაში უკეთესად გაიცნონ ის სამართლებრივი სახელმწიფო, რომლის შენებასაც საქართველოს მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო უდგას სათავეში. 

ტადაჰარუ უეჰარა იაპონიის ელჩად საქართველოში მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა. თბილისში ჩამოსვლამდე მას მაღალი მენეჯერული თანამდებობები ეკავა სხვადასხვა კომპანიაში.

მეუფე შიო: რაც არ უნდა რიტუალი აღასრულო, თუ შინაგანად ქრისტიანი არ ხარ, უფალი შენს თხოვნას არ შეასრულებს

მეუფე შიო: რაც არ უნდა რიტუალი აღასრულო, თუ შინაგანად ქრისტიანი არ ხარ, უფალი შენს თხოვნას არ შეასრულებს

15 წუთის წინ

"დიდი სიყვარული, ღრმა სარწმუნოება, დიდი სიმდაბლე და საკუთარი უღირსების შეგრძნება, ეს არის საწინდარი იმისა, რომ ღმერთმა ჩვენი თხოვნა შეგვისრულოს. ჩვენთან ხშირად არის მიღებული, წადი მოიარე 12 ეკლესია ან ფეხშიშველი სადღაც იმოგზაურე, ან რაღაც...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207