თურქეთის მთავრობამ 133 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის მთავრობამ 133 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის მთავრობამ 133 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ, რომლებიც ფინანსთა და შრომის სამინისტროში მუშაობენ, დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

აღნიშნული პროცედურული ღონისძიებები გასული წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებში გატარდა. დაკავებულთაგან 101 ადამიანი ფინანსთა სამინისტროში მუშაობს, ხოლო 32 შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროში.

2016 წლის 15 ივლისს თურქეთში გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 248 ადამიანი დაიღუპა, 2,7 ათასზე მეტი კი დაშავდა.

აღნიშნული მოვლენების შემდეგ, სამთავრობო დაწესებულებებში, სპეცსამსახურებში, სასამართლოებში, არმიაში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასობრივი რეპრესიები დაიწყო.

საერთო ჯამში, თურქეთში 50 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და სხვადასხვა სამსახურებიდან 150 ათასზე მეტი თანამშრომელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

2 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172