ერდოღანი ერაყის ქურთისტანთან საზღვრის დახურვით დაიმუქრა

ერდოღანი ერაყის ქურთისტანთან საზღვრის დახურვით დაიმუქრა

თურქეთი დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საპასუხოდ, უახლოეს მომავალში ერაყის ქურთისტანთან საზღვარს ჩაკეტავს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა NTV- ს ეთერში განაცხადა.

„ყველა გზა დაიბლოკება, ჩრდილო-ერაყთან საჰაერო მიმოსვლა უკვე შეჩერებულია, საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვრები მალევე დაიხურება ", - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, რეფერენდუმის ჩატარებით ერაყის ქურთული ავტონომიის ხელმძღვანელობამ, რომელმაც ადრე თურქეთთან მჭიდრო სავაჭრო და პოლიტიკური კავშირები დაამყარა, "უმადობა" გამოავლინა.

ცნობისთვის, ერაყის ქურთისტანის რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ 25 სექტემბერს ჩატარდა. არჩევნების შედეგებით, ამომრჩეველთა 91,83%-მა რეგიონის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. ქურთისტანში დაახლოებით 4,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ამის საპასუხოდ, ერაყმა განაცხადა, რომ არ აპირებს მოლაპარაკებები აწარმოოს ქურთისტანის ხელისუფლებასთან არაკონსტიტუციური რეფერენდუმის შედეგების შესახებ. აღნიშნულის შესახებ ერაყის პრემიერმინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ განაცხადა. იმავე დღეს, 25 სექტემბერს, ირანმა და თურქეთმა ერაყის ქურთისტანთან საზღვრები ჩაკეტეს.

თურქეთის ლიდერმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ერაყის ამ რეგიონის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები განახორციელოს, რაც შიმშილსა და სანავთობო ემბარგოს გამოიწვევს. მან აგრეთვე განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა განახორციელოს ეკონომიკური და სამხედრო სანქციები ერაყის ქურთისტანის წინააღმდეგ.

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

5 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151