რუსუდან გოცირიძე: ვისურვებდი მმართველი პარტიისგან მეტ ღიაობას დაშვებულ შეცდომებთან მიმართებაში

რუსუდან გოცირიძე: ვისურვებდი მმართველი პარტიისგან მეტ ღიაობას დაშვებულ შეცდომებთან მიმართებაში

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დღეს საქართველოს რელიგიურ გაერთიანებათა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:

''განწყობა არის კეთილგანწყობილი,მრავალფეროვნების მიმართ ძალიან პოზიტიურად და ტოლერანტობის კულტურის შენების მიმართულებით ძალიან დიდი მზადყოფნა იქნა გამოთქმული,იყო ლაპარაკი კონკრეტულ ნაბიჯებზე,რითიც გეგმავენ ამის განხორციელებას,თუმცა მე რაც დამაკლდა, იყო პასუხები იმ ხარვეზებთან დაკავშირებით,რომლებიც რელიგიური მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მიმართულებით იყო დაშვებული ბოლო წლების განმავლობაში.

მე მესმის, რომ როდესაც ოპოზიციურ პარტიებს ვხვდებით, იქ პრობლემებზე საუბარი უფრო ხალისიანად ხდება,ხოლო როცა მმართველ პარტიას ხვდები, იქ პრობლემებზე ცოტა ძნელია საუბარი.ეს სირთულე ნამდვილად იგრძნობოდა, ვისურვებდი რომ უფრო მეტი ყოფილიყო ღიაობა დაშვებულ შეცდომებთან მიმართებაში,"-აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

1 წუთის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172