შავშიშვილი: შორენამ პატიარქს უთხრა, რომ დეკანოზის გამოშვება არ შეიძლებოდა, რადგან მოკლავდნენ

შავშიშვილი: შორენამ პატიარქს უთხრა, რომ დეკანოზის გამოშვება არ შეიძლებოდა, რადგან მოკლავდნენ

საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე ტარას შავშიშვილი "ნანუკას შოუში" აცხადებს, რომ პატრიარქს სურდა დეკანოზ გიორგი მამალაძე გამოძიების მიმდინარეობის დროს არ ყოფილიყო პატიმრობაში, თუმცა შორენა თეთრუაშვილმა პატრიარქს უთხრა, რომ არ შეიძლებოდა მისი გარეთ ყოფნა, რადგან მოკლავდნენ.  

"მამა გიორგი რომ დააკავეს და უწმიდესი რომ ჩამობრძანდა თანმხლებ პირებთან ერთად უწმიდესიც და სხვების საუბრობდნენ, რომ მამა გიორგი არ უნდა ყოფილიყო ციხეში, ის გამოეშვათ, გამოძიება გაგრძელებულიყო და მამა გიორგი ყოფილიყო ან მონასტერში ან სადმე, ამით გამოძიებას ხელი არ შეეშლებოდა, უწმიდესი ამის მომხრე იყო, მე ვარ მომსწრე იმისა, როგორ უთხრა შორენა თეთრუაშვილმა არა თქვენო უწმიდესობავ, არ შეიძლება მისი გამოშვება იმიტომ რომ მას მოკლავენ. მე შევეწინააღმდეგე, ვკითხე რატომ მოკლავდნენ, იმიტომ რომ შენ გკლავდა? ამაზე პასუხი არ ჰქონდა", - განაცხადა ტარას შავშიშვილმა. 

ზედაზნის ტყეში ხვალ საბავშვო ქალაქი "მოკოლენდი" იხსნება

ზედაზნის ტყეში ხვალ საბავშვო ქალაქი "მოკოლენდი" იხსნება

1 საათის წინ

როგორც "აიპრესს" ასოციაციიდან აცნობეს, ზღვის დონიდან 1010 მეტრზე  მოეწყო  გასართობი სივრცეც  - ეკოლოგიურად სუფთა, ხის კონსტრუქციებით დაკომპლექტებული გასართობი მოედანი.  მათი ცნობით, აქ პატარა სტუმრებს ლოკომოკოს და...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172