შავშიშვილი: ბევრჯერ შევესწარი ფაქტს, რომ შორენას ქცევების გამო უწმიდესს მისი დანახვა აღარ უნდოდა

შავშიშვილი: ბევრჯერ შევესწარი ფაქტს, რომ შორენას ქცევების გამო უწმიდესს მისი დანახვა აღარ უნდოდა

საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე ტარას შავშიშვილი "ნანუკას შოუში" ადასტურებს ინფორმაციას, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის  სოსო ოხანაშვილის მოხსნის შემდეგ, შორენა თეთრუაშვილი შევიდა პატრიარქთან თოჯინით და უთხრა, რომ მან ჯადო იპოვა. 

- მართალია, რომ სოსო ოხანაშვილის მოხსნის შემდეგ შორენა თეთრუაშვილი შევიდა პატრიარქთან თოჯინით და უთხრა, რომ მან ჯადო იპოვა და ახლა განთავისუფლდა ეკლესია ჯადოსგან?

"არა მხოლოდ შორენა თეთრუაშვილი, კიდევ მთელი ამალა იყო, რომლებიც ამ ამბავში მონაწილეობდნენ. რომლებმაც თითქოს აღმოაჩინეს იქ ჯადოები. ამაზრზენი ფაქტებია. 

მე ძალიან ბევრჯერ შევესწარი იმ ფაქტს, რომ შორენა თეთრუაშვილის ქცევების გამო უწმიდესს მისი დანახვა აღარ უნდოდა, რამდენჯერ უთქვამს, რომ არ დამანახოთ ეს ადამიანიო. კვირები გადიოდა, რომ არ ელაპარაკებოდა, მაგრამ რაღაცნაირად ახერხებდა ქალბატონი შორენა ურთიერთობების დალაგებას", - განაცხადა ტარას შავშიშვილმა. 

საბურთალოზე შიდა ეზოების მოწესრიგება მიმდინარეობს

საბურთალოზე შიდა ეზოების მოწესრიგება მიმდინარეობს

4 წუთის წინ

სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე 3000 კვ.მ ასფალტის საფარი იგება. ეზოებში უკვე მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. შიდა ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე, ბახტრიონის ქ. N30-ში მიმდინარეობს, სადაც სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელის...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186