პოლონეთში დღესასწაული “თბილისური შემოდგომა ვარშავაში” გაიმართა

პოლონეთში დღესასწაული “თბილისური შემოდგომა ვარშავაში” გაიმართა

30 სექტემბერს პოლონეთში, მდინარე ვისლას ბულვარში საქართველოს დედაქალაქის დღესასწაული - “თბილისური შემოდგომა ვარშავაში” გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კულტურულ-კულინარიული ხასიათის ღონისძიებები მოეწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

დღესასწაულზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა.

ღონისძიებაზე გაიმართა Tbilisi Big Band-ის სოლისტების კონცერტი. ქართული მხატვრული ნაწარმოებები წაიკითხა პორტალის „Kaukaz.pl” რედაქტორმა თამარ გელაშვილმა. ცნობილმა პოლონელმა მსახიობმა, მწერალმა და ჟურნალისტმა კატარჟინა პაკოშინსკამ, საკუთარი წიგნების „გეორგიალიკი“ და „სამარადისო“ მიხედვით ისაუბრა საქართველოს ისტორიაზე, კულტურასა და ტრადიციებზე. პოლონეთში მოღვაწე „პოლონეთის რადიოს თეატრის” ქართველმა ლაურეატმა ოთარ სარალიძემ და პიანისტმა თინათინ სარალიძემ დღესასწაული მუსიკალურად გააფორმა.

დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შესახებ შექმნილი ვიდეო-რგოლებისა და ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება, ასევე ქართული ეროვნული სამოსისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.

ღონისძიების ფარგლებში, ქართული სამზარეულოსა და პროდუქციის სადეგუსტაციო კუთხეები მოეწყო, სადაც ვარშავის მოსახლეობას საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო.

“თბილისური შემოდგომა ვარშავაში” საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და თბილისის მერიის დაფინანსებით მოეწყო. ღონისძიებას დაესწრო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და ვარშავის მერიის წარმომადგენლები.

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

2 საათის წინ

  რეგიონის სახელმწიფოებისა და შეერთებული შტატების 200-მდე წარმომადგენელი სამი დღის განმავლობაში  რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მზარდ რეგიონალიზმზე,  კასპიის ზღავზე თანამშრომლობის პერსპექტივებზე და არსებულ გამოწვევებზე...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151