საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარსელის თავდასხმაში ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება მოახდინა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარსელის თავდასხმაში ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება მოახდინა

პირი, რომელიც მარსელში სენ-შარლის სადგურზე ცივი იარაღით მოქალაქეებს თავს დაესხა, 30 წლის ტუნისის მოქალაქე, აჰმედ ჰანაჩი იყო. ამის შესახებ რადიოსადგურ RTL France-თან საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ჟერარ კოლონამ განაცხადა.

მისი განმარტებით, თავდამსხმელი ნარკოტიკებს იყენებდა და უსახლკარო იყო. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2005 წლიდან მან მთელი რიგი დანაშაულები ჩაიდინა. ჰანაჩი 29 სექტემბერს მაღაზიის ქურდობისთვის დააკავეს. სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ ის 1987 წელს დაბადებული აჰმედ ჰანაჩი იყო.

1 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ მარსელში სენ-შარლის სადგურზე თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაში ეჭვმიტანილმა აჰმედ ჰანაჩიმ ცივი იარაღით ორი ქალი დაჭრა. თავდასხმისას ის „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა. მარსელიის პოლიციის განცხადებით, სადგურზე სპეცოპერაცია განხორციელდა, რის შედეგადაც დამნაშავის ლიკვიდაცია განხორციელდა.

სამართალდამცავებმა აღიარეს, რომ თავდასხმა შესაძლოა ტერორისტული აქტი იყოს. მომხდარ ფაქტს საფრანგეთის პროკურატურის ანტიტერორისტული განყოფილება იძიებს.

ზიმბაბვეში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას აფეთქება მოხდა - დაშავებულია 49 ადამიანი

ზიმბაბვეში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას აფეთქება მოხდა - დაშავებულია 49 ადამიანი

10 საათის წინ

ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოში აღიარეს, რომ ეს რიცხვი იზრდება. მანამდე ცხრა დაშავებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. პოლიციამ აღნიშნა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მათ "მნიშვნელოვანი ჯილდო" დააწესეს ნებისმიერი...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207