უდუმაშვილი:არ შევეგუებით ერთ ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ნახევარი თბილისი

უდუმაშვილი:არ შევეგუებით ერთ ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ნახევარი თბილისი

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მისი პარტია ბოლომდე იბრძოლებს, რომ  "პანორამა თბილისი" დედაქალაქის ისტორიულ ნაწილს არ ამახინჯებდეს.

ამის შესახებ უდუმაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ ბოლომდე დაიცავენ თბილისელების ინტერესებს.

"იმ მომენტიდან, როცა ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი, რომ მონაწილეობას ვიღებდით თვითმმართველობის არჩევნებში, გადავწვიტეთ რომ ბოლომდე დაგვეცვა თბილისელების ინტერესები. ეს არის ჩვენი ცხოვრების საქმე. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ მკაფიოდ ვუთხრათ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას და მის უკან მდგარ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ დავუთმობთ ბოტანიკურ ბაღს. ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ ერთ ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ნახევარი თბილისი და არ შევარჩენთ, რომ მისი "პანორამა თბილისი" ამახინჯებდეს თბილისის ისტორიულ ნაწილს. არ ვაპირებთ ფარხმალის დაყრას არჩევნებამდე. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ყველა ის უკანონო გადაწყვეტილება გაბათილდება, რომელიც თბილისის წინააღმდეგ იყო მიმართული. ჩვენ დღეს ვაანონსებთ აქციას, ორშაბათს 14:00 საათზე თბილისის მერიასთან და ვიწვევთ ყველას, ვინც გვიჭერს მხარს",- განაცხადა უდუმაშვილმა.

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

1 საათის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237