კალაძესთან ერთად ქართველ გულშემატკივარს ერნან კრესპოც მიესალმა (ვიდეო)

კალაძესთან ერთად ქართველ გულშემატკივარს ერნან კრესპოც მიესალმა (ვიდეო)

  • სპორტი
  • 29 სექტემბერი, 2017
  • 14:25
  • ადმინისტრატორი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე არგენტინელ სუპერვარსკვლავ ერნან კრესპოსთან ერთად ქართველ გულშემატკივარს მიესალმა.

აღნიშნული სახის ვიდეომიმართვა კახა კალაძემ Facebook-ში გაავრცელა.

"იცით რომ დღეს გაიმართება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ჩამოდიან ჩვენი მეგობრები, ჩატარდება საქველმოქმედო საფეხბურთი მატჩი. უამრავი ადამიანია დაინტერესებული, ძალიან ბევრი წერილი მოვიდა ამ თამაშთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი გუშემატკივარი ინტერესედება ამ მატჩით, ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება, მინდა ყველა ჩემს თანაგუნდელს მადლობა ვუთხრა ჩამოსვლისთვის.

დღეს საღამოს 9 საათხე შევხვდებით, დარწმუნებული ვარ ქართველი გულშემატკივარი გაიხარებს და საინტესეო იქნება მათთვის დღვანდელი შეხვედრა იმ ვარსკვლავებთან, რომლებსაც წლების განმავლობაში გულშემატკივრობდნენ და  მათ თამაშებს უყურებდნენ",- ამბობს კახა კალაძე. 

შეგახსენებთ, დღეს , 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე, „მსოფლიოს XI” მატჩის მასპინძელ „GFF –XI“-ს დაუპირისპირდება. საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი ესტუმრებიან.

ძიუდოისტების მიერ გადაგდებული ქევხიშვილის სავარძელი, მოქალაქემ წაიღო (ფოტო)

ძიუდოისტების მიერ გადაგდებული ქევხიშვილის სავარძელი, მოქალაქემ წაიღო (ფოტო)

1 საათის წინ

 მოქალაქემ კარგად შეამოწმა სავარძლის ვარგისიანობა, შემდეგ კი წაიღო. ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა დღეს დავით ქევხიშვილს კაბინეტის კარი აუჭედეს, მისი სავარძელი კი გამოიტანეს და ნაგვის ურნაში ჩააგდეს. ფედერაციის პრეზიდენტს ამ დრომდე...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341