პატრიარქი: ხალხს მიწა აღარ უნდა, ფული უნდა, ეს ფული დაიხარჯება და მიწაც დაიკარგება

პატრიარქი: ხალხს მიწა აღარ უნდა, ფული უნდა, ეს ფული დაიხარჯება და მიწაც დაიკარგება

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში განაცხადა. სადაც შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად ქვეყანაში შექმილ სოციალურ ვითარებაზე ისაუბრა.

"ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ამ გაჭირვებისა, ჩვენ უნდა ვიშრომოთ და მე მინდა თქვენი აზრი მოვისმინო, რა გზები არსებობს ამ გაჭირვებიდან გამოსვლისა. ისიც უნდა ვთქვათ კონკრეტულად რა გავაკეთოთ, უნდა ჩამოყალიბდეს კოოპერატივები. თქვენ წარმოიდგინეთ აზრებში რა მიწაა, მიწა კი კარგია მაგრამ, ცოტა არის მიწა, იმასაც არ ამუშავებენ და სცდება მიწა. წინათ იტყოდნენ, მე გამიგონია წინა პატრიარქებისგან, ხალხი ოცნებობდა იმაზე რომ ერთი დღის სამუშაო მიწა მოგვცენო და ჩვენზე ბედნიერი არავინ იქნებაო. ახლა აძლევენ და ხალხს ეს მიწა აღარ უნდა, ხალხს ფული უნდა. ეს ფული დაიხარჯება და მიწაც დაიკარგება. 

მაისის თვეს ჰოლანდიაში ვიყავი, ათასობით ჰექტარი ტიტების ყვავილებით იყო დაფარული. დადიოდა სპეციალური მანქანები და თავებს აჭრიდნენ აყვავებულ ტიტებს და მე ვეკითხები პატრონს, რატომ აჭრით იქნებ გაიყიდოს, იქნებ გამოიყენოთ? - არაო, იმისთვის ვაჭრით, რომ ბოლქვი გადიდდესო(როგორც ხახვის თავები ან ნიორის ისეთი ბოლქვებია მიწაში).

თქვენ ამხელა ბაზარი გაქვთ გვერდითო, რუსეთს გულისხმობდა, თქვენ მეყვავილეობას უნდა მიხედოთო, ამან გაამდიდრა ჰოლანდიაო.  დავიწყოთ პატარა საქმით და მერე დიდსაც გავაკეთებთ", - განაცხადა შეხვედრაზე პატრიარქმა. 

გარდაცვლილი მეშახტის ძმა: უკრაინელი ექსპერტების დასკვნას უნდობლობას ვუცხადებ, სრული სიცრუეა

გარდაცვლილი მეშახტის ძმა: უკრაინელი ექსპერტების დასკვნას უნდობლობას ვუცხადებ, სრული სიცრუეა

47 წუთის წინ

მისი ძმის თქმით, ექსპერტებმა ვერ მოახერხეს შემთხვევის ადგილის უშუალოდ დათვალიერება, შესაბამისად მისთვის მიუღებელია მათი დასკვნის შედეგები. მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ შახტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ოჯახი გამოძიებას...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172