პოლონეთში შოთა რუსთაველის სკვერი გაიხსნა

პოლონეთში შოთა რუსთაველის სკვერი გაიხსნა

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში შოთა რუსთაველის სახელობის სკვერი გაიხსნა.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქუთაისის და კრაკოვის მერები, კრაკოვის საკრებულოს თავმჯდომარე და ასოციაციის „ხიდი საქართველოსთან“ წარმომადგენლი.

პოლონეთში საქართველოს ელჩმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

კრაკოვში მდებარე სკვერისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებაზე გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ 2017 წლის 17 აპრილს მიიღო. აღნიშნული პროექტი განხორციელდა ასოციაცია „ხიდი საქართველოსთან“ ინიციატივითა და ქუთაისისა და კრაკოვის მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით.

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

2 საათის წინ

  რეგიონის სახელმწიფოებისა და შეერთებული შტატების 200-მდე წარმომადგენელი სამი დღის განმავლობაში  რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მზარდ რეგიონალიზმზე,  კასპიის ზღავზე თანამშრომლობის პერსპექტივებზე და არსებულ გამოწვევებზე...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151