კახა კალაძე: ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე 4 წლის განმავლობაში 500 მილიონი ლარი დაიხარჯება

კახა კალაძე: ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე 4 წლის განმავლობაში 500 მილიონი ლარი დაიხარჯება

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მხარდამჭერ შტაბში გამართულ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მისი მერობის შემთხვევაში, ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე 4 წლის განმავლობაში 500 მილიონი ლარის დაიხარჯება. მისი თქმით, ეს ძველი თბილისის ტურისტულ პოტენციალს უფრო მეტად გაზრდის.  

"ძველი თბილისის რეაბილიტაციისთვის  ოთხი წლის განმავლობაში 500 მილიონი ლარის დახარჯვას ვფიქრობთ. ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თბილისის ისტორიული ნაწილის განახლება. ეს ძალიან დადებითად აისახება, როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე, ასევე ტურისტული თვალსაზრისით ძალიან კარგი იქნება. ჩვენ ასევე სამშენებლო სტანდარტებს გავამკაცრებთ და მოვახდენთ ვიზუალის და ხარისხის უზრუნველყოფას",-განაცხადა კალაძემ.   

უგულავა: გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში ლამაზად შეფუთული თაიგულივით არ ივლის

უგულავა: გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში ლამაზად შეფუთული თაიგულივით არ ივლის

3 საათის წინ

"ამიტომ მიმაჩნია რომ ბაქრაძე იქნება ის პრეზიდენტი რომელიც ამ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა მშვიდად გაიყვანს ქვეყანას და ჩვენ გვექნება საიმედო პროგნოზირებადი ხვალინდელი დღე", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080