ქართულ-გერმანულ ცენტრში წელს მეთვრამეტე საქველმოქმედო აქცია მოეწყო

ქართულ-გერმანულ ცენტრში წელს მეთვრამეტე საქველმოქმედო აქცია მოეწყო

ქართულ -გერმანულ ცენტრში წელს მეთვრამეტე საქველმოქმედო აქცია მოეწყო, რომელსაც ორგანიზებას გერმანელი კოლბეკების ოჯახი უწევს,- ამის შესახებ ინფრომაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. 

როლანდ და რენატე კოლბეკები ქუთაისის საპატიო მოქალაქეები არიან, ისინი ყოველწლიურად ქუთაისში სოციალურად დაუცველ ოჯახებს მატერიალურად ეხმარებიან. ყველა ბენეფიციარს გერმანიაში საკუთარი მეურვე ჰყავს.

წელს 90-მდე ოჯახს გაეწია დახმარება, რამაც საერთო ჯამში 30 000 ევრო შეადგინა. კოლბეკების ოჯახს აღნიშნული აქციის ორგანიზებისთვის ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მადლობა გადაუხადა.

ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებით და გერმანელი ოჯახების მხარდაჭერით, ქუთაისში სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციები ხშირად იმართება.

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

2 საათის წინ

"თბილისის ყველა კლუბის კარი ღიაა. 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული BASSIANI-ის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. პირველ რიგში უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ელექტრონული...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054