ოხანაშვილი: ჩვენ მივიღებთ კონსტიტუციას, რომელიც ევროპული, ეროვნული ფასეულობების გამომხატველია

ოხანაშვილი: ჩვენ მივიღებთ კონსტიტუციას, რომელიც ევროპული, ეროვნული ფასეულობების გამომხატველია

"დღეს არის ისტორიული დღე. ჩვენ მივიღებთ კონსტიტუციას, რომელიც არის ევროპული, ეროვნული ფასეულობების და ღირებულებების გამომხატველი"- აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, პარლამენტი ისეთ საკონსტიტუციო პროექტს მიიღებს, რომლის მიღებაც ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო.

"ეს იქნება კონსტიტუცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მომავალი ღირსეული განვითარება. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხდება ისეთი ევროპული და ეროვნული ინტერესების გამომხატველი კონსტიტუცის მიღება, როგორი კონსტიტუციის მიღება ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე"-განაცხადა ოხანაშვილმა. 

პარლამენტში დღე საკონსტიტუციო პროექტის მესამე მოსმენით განხილვა 14:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

29 წუთის წინ

მთავრობის მეთაურმა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს ვიზიტისა და ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან საუკუნოვანი ისტორია აღინიშნება პირველი დემოკრატიული...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237