აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი თურქ მებაჟეებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი თურქ მებაჟეებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს სარფის საბაჟოს ნეიტრალურ ზონაში ინციდენტი შეემთხვა. ისინი საბაჟოზე არსებული სიტუაციის გადასაღებად თურქეთის მხარეს გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც მათ თურქი მებაჟეები დაუპირისპირდნენ.

ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი ამბობს, რომ ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, როგორც ოპერატორის, ასევე მისი მისამართით. შემთხვევის ადგილზე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძეც იმყოფებოდა. იგი საქრთველოში თურქეთის საკონსულოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, შეისწავლონ, ჰქონდა თუ არა მებაჟეების მხრიდან უფლებამოსილების გადაცდომას ადგილი.

"ნეიტრალურ ზონაში ვიმყოფებოდით, გასასვლელში ატყდა ჩოჩქოლი, თურქ მებაჟეებს ეგონათ, რომ ხმაურიანი ადამიანების უკან ჩვენ ვიდექით, რის შემდეგაც აგრესიით წამოვიდნენ ჩვენსკენ. მე facebook live-ს ჩართვა მოვახერხე, მებაჟეებმა წამართვეს ტელეფონი და პირადობა, ფიზიკურად შეეხნენ ჩემს ოპერატორსაც და მეც, თუმცა ხალხის დახმარებით მოვახერხე ნივთების და საბუთების უკან დაბრუნება"- განუცხადა "აიპრესს" ჯენი კვანტალიანმა.

გარდაცვლილი მეშახტის ძმა: უკრაინელი ექსპერტების დასკვნას უნდობლობას ვუცხადებ, სრული სიცრუეა

გარდაცვლილი მეშახტის ძმა: უკრაინელი ექსპერტების დასკვნას უნდობლობას ვუცხადებ, სრული სიცრუეა

52 წუთის წინ

მისი ძმის თქმით, ექსპერტებმა ვერ მოახერხეს შემთხვევის ადგილის უშუალოდ დათვალიერება, შესაბამისად მისთვის მიუღებელია მათი დასკვნის შედეგები. მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ შახტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ოჯახი გამოძიებას...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172