ვლადიმერ პუტინი: "პატივს ვცემთ საერთაშორისო სამართალს და სხვა ქვეყნების ინტერესებს"

ვლადიმერ პუტინი: "პატივს ვცემთ საერთაშორისო სამართალს და სხვა ქვეყნების ინტერესებს"

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს არ აქვს აგრესიული გეგმები და სადავო საკითხების გადაწყვეტას პოლიტიკური ნაბიჯებით ცდილობს,-ამის შესახებ მან მოსკოვში, წვევამდელებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ბევრი გამოწვევაა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ დღევანდელ მსოფლიოში ბევრი გამოწვევა და რისკებია, მათ შორის ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს. ამიტომ ძლიერი, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვილი არმია - რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაპირობაა, ეს არის მშვიდობიანი ცხოვრების გარანტია ჩვენი ხალხისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს გესმით. ამიტომ ჩვენ თანმიმდევრობით გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების განვითარებას.

ჩვენ არ გვაქვს და არ შეიძლება გვქონდეს აგრესიული გეგმები, ჩვენ არავის ვაშინებთ და ნებისმიერი სადავო საკითხის გადაწყვეტას პოლიტიკური საშუალებებით ვცდილობთ... პატივს ვცემთ საერთაშორისო სამართალს და სხვა ქვეყნების ინტერესებს", - განაცხადა პუტინმა.

სააკაშვილი: მართლა გვჭირდება ფული გიორგი ვაშაძის ბენზინისთვის

სააკაშვილი: მართლა გვჭირდება ფული გიორგი ვაშაძის ბენზინისთვის

10 წუთის წინ

"აგონიაში მყოფი ივანიშვილი ათას სიბინძურეს მიმართავს საარჩევნო კამპანიის დასაზიანებლად.კერძოდ,ჩემი სახელით,სუსი ელფოსტით აგზავნის თხოვნებს ფულის ჩარიცხვასთან დაკავშირებით. კატეგორიულად ვაცხადებ,არანაირი კერძო მატერიალური თხოვნა არ...

USD 2.6179
EUR 3.0606
GBP 3.4517
TRY 0.4156