ჯასტინ ტრიუდო: კანადა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე მუშაობს

ჯასტინ ტრიუდო: კანადა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე მუშაობს

კანადის პრემიერმინისტრის განცხადებით, მისი მთავრობა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების თაობაზე არსებულ პრობლემებზე მუშაობს. აღნიშნულის შესახებ მთავრობის ხელმძღვანელმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ვაგრძელებთ საკითხის განხილვას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ავტომატური იარაღის ექსპორტის საშუალებას იძლევიან. გარკვეული პირობები უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ", - განაცხადა მან.

"კანადა უკრაინას საკუთარი სუვერენიტეტის დაცვაში დაეხმარება",-დასძინა კანადის პრემიერმა. თუმცა, ჯასტინ ტრიუდოს არ დაუკონკრეტებია, რა პირობები უნდა დაკმაყოფილდეს იმისთვის, რომ კიევისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება მოხდეს.

დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები დარეგულირდება

დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები დარეგულირდება

32 წუთის წინ

"ახლა ჩვენ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებისთვის უნდა ვიმუშაოთ," - განაცხადა ტრამპმა. მან დასძინა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს, "სავაჭრო ურთიერთობების გამო $ 500 მილიარდი დაკარგა", დაფიქრდით, $ 500 მილიარდი," - განაცხადა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207