ზურაბ პატარაძემ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილე მიულოცა

ზურაბ პატარაძემ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილე მიულოცა

21 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ მთავრობა ავრცელებს.

აღნიშნულ ღონისძიებას  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბათუმში იეღიშე სარგისიანმა. 
 
ზურაბ პატარაძემ გამოსვლაში ორ ქვეყანას შორის დიდი ხნის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ამის კიდევ ერთი დასტურია ერთი თვის წინ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი დახმარება. რეგიონის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული  მადლობა გადაუხადა სომხეთის მთავრობას  გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. 
 
,,ქვეყნებს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობას დიდი ხნის ისტორია აქვს და ინტენსიურად ვითარდება. ამის დასტურია სულ რაღაც ერთი თვის წინ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთის რესპუბლიკის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი დახმარება, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ.
 
ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახლახან ჩვენ ვუმასპინძლეთ სომხეთის ლორეს ოლქის დელეგაციას, გუბერნატორ არტურ ნალბანდიანის ხელმძღვანელობით. მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გააქტიურებას და სამომავლო განვითარებას. ქართველები განსაკუთრებულ პატივს ვცემთ უნიკალურ სომხურ კულტურას, მის დიდებულ წარსულსა და თანამედროვეობას. ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობა არა მხოლოდ მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთერთობების მაგალითია, არამედ რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის საწინდარია“-აღნიშნა თავის გამოსვლაში ზურაბ პატარაძემ.
 
სომხეთის რესპუბლიკის საკონსულოს მიერ გამართულ მიღებას მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები  და „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ.
არქეოლოგებმა თელავში ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული ნივთები აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა თელავში ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული ნივთები აღმოაჩინეს

4 საათის წინ

ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა თუშაბრამიშვილის შეფასებით, აღმოჩენილი ნივთები, ადასტურებს,რომ ზუზუმბოს ტერიტორია ამავე პერიოდში ინტენსიურად იყო დასახლებული და განვითარებული. ,, თელავში მიმდინარე კვლევითი სამუშაოები ზუზუმბოს...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212