საქართველოში "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგის ერთ-ერთი ავტორი იმყოფება

საქართველოში "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგის ერთ-ერთი ავტორი იმყოფება

თბილისში ფრეიზერის ინსტიტუტის (Fraser Institute) "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი რობერტ ლოუსონი იმყოფება, რომელმაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.  შეხვედრას ასევე ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ესწრებოდა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უწყების - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და  იუსტიციის სამინისტროების, ეროვნული ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. ეკონომიკის სამინისტროში გამართული შეხვედრის მიზანი საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების განხილვა, ასევე "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში საქართველოს სარეიტინგო პოზიციის მიმოხილვა იყო.

პროფესორი რობერტ ლოუსონი საქართველოში რამდენიმედღიანი (18-22 სექტემბერი) ვიზიტით ჩამოვიდა.

ბახტაძე: ყველას გილოცავთ ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან - დამოუკიდებლობის დღეს

ბახტაძე: ყველას გილოცავთ ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან - დამოუკიდებლობის დღეს

39 წუთის წინ

"მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური დღე-26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე! ზუსტად 100 წელი გავიდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან. გისურვებთ ერთიან, დემოკრატიულ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237