გორელი სტუდენტები პოლონეთში სტაჟირებას გაივლიან

გორელი სტუდენტები პოლონეთში სტაჟირებას გაივლიან

გორელი სტუდენტები პოლონეთის ქალაქ გრიფინოს თვითმმართველ ორგანოებში სტაჟირებას გაივლიან - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, სტაჟირების პროგრამა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გრიფინოს მუნიციპალიტეტის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდა.

სტაჟირების კურსი 10 დღე გაგრძელდება, გრიფინოს მერიისა და გამგეობის სხვადასხვას დეპარტამნეტებში სტუდენტები მათი პროფესიებისა და ინტერესების შესაბამისად გადანაწილდებიან.

სტაჟირება თავისი შინაარსით ფინანსურ, იურიდიულ, სოციალურ, გარემოს დაცვის, ტურიზმის და განათლების სფეროებში სამუშაო გამოცდილების გაზიარებასა და პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართულობას მოიცავს.

გრიფინოს მუნიციპალიტეტთან გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საერთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმი გასულ წელს გააფორმა. აღნიშნულ სტაჟირებასთან დაკავშირებით კი მუნიციპალიტეტები ორი თვის წინ შეთანხმდენენ.

სტაჟირების პროგრამას, სტუდენტების დაბინავებისა და კვების ხარჯებს სრულად პოლონური მხარე ფარავს.

დღეს ბათუმის მერმა ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა დაათვალიერა

დღეს ბათუმის მერმა ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა დაათვალიერა

4 საათის წინ

"ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების ცენტრალური სისტემა ათეული წლების განმავლობაში არ მოწესრიგებულა. შესაბამისად ეს უბნები საჭიროებდა წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციასა და მშენებლობას. ეს ორი უმთავრესი პროექტი...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151