გიორგი გუგავა: მართლა ყველასთან მივალ (ვიდეო)

გიორგი გუგავა: მართლა ყველასთან მივალ (ვიდეო)

„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ რა თქმა უნდა მართლა ყველასთან მივა.

ასე უპასუხა „აიპრესთან“ ინტერვიუში მან ჩვენს კითხვას ამ საკითხზე. მისივე თქმით, მართალია ეს ფრაზა ცოტა უტრირებული იყო, მაგრამ მერის ფუნქცია სწორედ ესაა.

„აიპრესი“: მართლა ყველასთან მიხვალთ? მაგალითად, არჩევნებზე რომ მოგცეთ ხმა და გამიჭირდეს მართლა მოხვალთ თუ არა ჩემთან და თითოეულ თბილისელთან?

რა თქმა უნდა, მივალ. ყველა გადაწყვეტილება უნდა მივიდეს თითოეულ თბილისელთან. საქართველოში ასეთი სტეროტიპია შექმნილი, რომ ჰგონიათ ბატონი უნდა აირჩიონ. ბატონი რომელიც უნდა ხრავდეს ბიუჯეტს, სარგებლობდეს პრივილეგიებით, იჯდეს შავ ჯიპში, გამოიწეროს პრემია-დანამატები, ჩაერთოს კორუფციულ სქემებში და ნებართვები გასცეს უკანონო მშენებლობებზე, რომელმაც უნდა მოჭრას ხეები და შეგვიზღუდოს სივრცე და ა.შ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი დეპუტატი იქნება თუ მერი ვალდებულია იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე. მას ჩვენი ჯიბიდან იმიტომ ვაძლევთ ხელფასს, რომ მოგვაროს ჩვენი პრობლემები.

მართალია ამ გამონათქვამში „გუგავა მოვა“ ცოტა უტრირებული იყო, მაგრამ იდეაში სწორედ ეს არის მერის ფუნქცია. თუ საჭიროა მერი პირადადაც უნდა მივიდეს.

ინტერვიუს სრულ ვერსიას "აიპრესი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ოპერატორი: ირმა მესხია

კილაძე: პრემიერი თუ გადაწყვეტს, რომ წულუკიანი მინისტრობის კანდიდატი იყოს, მხარს დავუჭერ

კილაძე: პრემიერი თუ გადაწყვეტს, რომ წულუკიანი მინისტრობის კანდიდატი იყოს, მხარს დავუჭერ

4 საათის წინ

რაც შეეხება საკითხს, უნდა იყოს თუ არა თეა წულუკიანი ახალ მინისტრთა კაბინეტში, რომელსაც პრემიერი 2-3 კვირაში დაასახელებს, კილაძე ამბობს, რომ ეს მამუკა ბახტაძის გადასაწყვეტია.  თუმცა, თუ მამუკა ბახტაძე თეა წულუკიანს მინისტრობის კანდიდატად...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172