ლაშა გოგიამ სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს მიულოცა

ლაშა გოგიამ სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს მიულოცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის №2 საჯარო სკოლიდან მიულოცა.

„ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო და მშობლებო! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ულევ წარმატებას გისურვებთ. გამორჩეულად მინდა მივულოცო პირველკლასელებს, რომლებიც ეს-ესაა შეუდგნენ თავიანთი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და დაუვიწყარ ეტაპს. 

დაე, ცოდნის ნათელით იყოს გაცისკროვნებული თქვენი ცხოვრება ჩემო პატარა და უფროსკლასელო მეგობრებო“ - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგია.

ფოთში დევნილ და სოციალურად დაუცველი ქალებისთვის კომპიუტერული ლაბორატორია გაიხსნა

ფოთში დევნილ და სოციალურად დაუცველი ქალებისთვის კომპიუტერული ლაბორატორია გაიხსნა

30 წუთის წინ

კომპიუტერული ლაბორატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „დიოსკურიას“ ბაზაზე შეიქმნა. ორგანიზაციის დირექტორის, ნონა ხუხიას განცხადებით, ბენეფიციარებს, სრული კურსის გავლის შემდეგ, სპეცალური სერთიფიკატები გადაეცემათ. „კომპიუტერული...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207