არჩილ ხანდამაშვილი: კარდენახი ტურისტებისთვის სავიზიტო ბარათად უნდა ვაქციოთ

არჩილ ხანდამაშვილი: კარდენახი ტურისტებისთვის სავიზიტო ბარათად უნდა ვაქციოთ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი ქ.გურჯაანის აგრარული და ტანსაცმლის ბაზრისა და სოფელ კარდენახის მოსახლეობას შეხვდა, რამდენიმე საოჯახო ტიპის მარანსა და ღვინის ქარხანას ესტუმრა,- ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს.

მერობის კანდიდატმა კარდენახელების პრობლემები მოისმინა. ამასთან, მათ სამომავლო გეგმები, მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

„კარდენახს უდიდესი პოტენციალი აქვს მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო და ტურისტული ცენტრი გახდეს. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოდ ამ პოტენციალის სრულად ასათვისებლად,“- აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.

მოსახლეობის აზრით, როდესაც მერობის კანდიდატი სტუმრობს თითოეულ სოფელს მათი პრობლემების მოსასმენად, ეს ნიშნავს, რომ პირადად საზოგადოებისგან მოისმენს ყველა იმ საკითხს, რაც აწუხებს ხალხს.

„სასიხარულოა, როდესაც მერობის კანდიდატი პირადად ეცნობა სოფლებში არსებულ პრობლემებს და მოსახლეობასთ ანაქტიურ კომუნიკაციას ამყარებს. იმედს ვიტოვებ, რომ შეხვედრის ეს ფორმა ტრადიციულ სახეს მიიღებს,“ - აღნიშნა კარდენახელმა ქეთევან ხარაიშვილმა.

ფრანგმა პილოტებმა ავიატური საქართველოში ბათუმიდან დაიწყეს

ფრანგმა პილოტებმა ავიატური საქართველოში ბათუმიდან დაიწყეს

1 საათის წინ

ავიაკომპანია Service Air-ის და ფრანგი პილოტის მიშელ კოლინოს ორგანიზებით, საქართველოში დაგეგმილი ავიატური „Rallye Aero France 2018“ ბათუმიდან დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდება. მსგავს ავიატურებს კომპანია უკვე 25 წელია აწყობს და...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207