"Agile Spirit 2017"-ის ფარგლებში სპორტულ-კულტურული ღონისძიებები გაიმართა

"Agile Spirit 2017"-ის ფარგლებში სპორტულ-კულტურული ღონისძიებები გაიმართა

მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017“-ის ფარგლებში, ორფოლოს პოლიგონზე და ქ. ახალციხეში სპორტულ-კულტურული ღონისძიებები გაიმართა. შეჯიბრებებში საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

შეჯიბრებები მკლავჭიდში, ბაგირის გადაწევაში და მინი-ფეხბურთში გაიმართა. სპორტულ ღონისძიებების ფარგლებში, 3.2 კილომეტრიანი მარათონიც გაიმართა. გარბენმა სტარტი ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრიდან აიღო და რაბათის ციხე-სიმაგრეზე დასრულდა. გამარჯვებულ სამხედროებს და სამოქალაქოებს საპრიზო ადგილების მიხედვით შესაბამისი ჯილდოები და საჩუქრები გადაეცათ.

სპორტულ-კულტურული ღონისძიების ბოლოს, რაბათის ციხე-სიმაგრეზე კონცერტიც გაიმართა, სადაც ადგილობრივმა მომღერლებმა, ქორეოგრაფიულმა და სამეჯლისო ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა.

მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017” საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალების ორგანიზებით ორფოლოს პოლიგონზე და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში ჩატარდა. წვრთნებში შვიდი ქვეყნის 1500-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. სწავლება სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავდა.

„Agile Spirit 2017” 11 სექტემბერს, ორფოლოს სასროლეთზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა.


 

მუსლიმური სამყარო ხვალ ყურბან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს

მუსლიმური სამყარო ხვალ ყურბან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს

43 წუთის წინ

ყურბან-ბაირამს, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, მუსლიმისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ყურბან ბაირამი მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და აბრაამის მსხვერპლშეწირვის ლეგენდას უკავშირდება. სწორედ ამ დღეს მუსლიმი...

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176