ერთი დაღუპული და ხუთი დაშავებული - სროლა ვაშინგტონის შტატში

ერთი დაღუპული და ხუთი დაშავებული - სროლა ვაშინგტონის შტატში

ვაშინგტონის შტატში, ერთ-ერთ სკოლაში, უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. ინფორმაციას პოლიცია მიკრობლოგ Twitter- ზე ავრცელებს.

შემთხვევა ქალაქ სპოკანის სკოლაში მოხდა.

"სროლა ქალაქის სკოლაში მოხდა. საშუალო და დაწყებითი სკოლები დახურულია. ადგილზე პოლიციელები და ექიმები მუშაობენ", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც გამოცემა Spokesman-Review-ს შერიფმა ოზი კნეზოვიჩმა განუცხადა, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ორი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამის მდგომარეობა სტაბილურია. თავდამსხმელი პოლიციამ დააპატიმრა. თავდასხმის მოტივი და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

8 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167